მთავარიევროპაესპანეთიევროპარლამენტი კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტი კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტი კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონისათვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს სამშაბათს, 9 მარტს, განიხილავს.პუჩდემონისათვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნა ევროპარლამენტს ესპანეთის სასამართლომ გაუგზავნა, რომელიც აპირებს ბრალი წაუყენოს  კატალონიის ყოფილ პრეზიდენტს  დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებაში.

კატალონიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაშიც განაგრძობს ბრძოლას ბოლომდე.

,,ჩვენ ბოლო წუთებამდე ვაპირებთ ბრძოლას, ევროპარლამენტშიც და ევროპულ სასამართლოშიც, თუ იქ წასვლა მოგვიწევს. არ ვაპირებთ, უკან დახევას”, -განცხადა კარლეს პუჩდემონმა.

 

ევროპარლამენტის წევრებს პუჩდემონის გარდა, ასევე მოუწევთ კენჭი უყარონ ორი სხვა დამოუკიდებელი პოლიტიკოსის ტონი კომინისა და კლარა პონსატისათვის  იმუნიტეტის მოხსნის საკითხს.

იმუნიტეტის მოხსნის  მიუხედავად, ამ  პარლამენტარებს მაინც ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ ევროპარლამენტის სხდომებს, თუმცა იმუნიტეტის მოხსნა შესაძლებელს გახდის მათ ესპანეთში ექსტრადიციას.

თუმცა  არსებობს პრეცენდენტი, რომელიც პუჩდემონის სასარგებლოდ მეტყველებს. ახლახან ბელგიის სასამართლომ უარი განაცხადა ბელგიაში გაქცეული კიდევ ერთი კატალონიელი პოლიტიკური ლიდერის ლუის პუიგის ესპანეთში ექსტრადირებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend