მთავარი გადაცემები კუბი ევროკავშირის ქვეყნებიდან დეზინფორმაციის სამიზნე ყველაზე ხშირად გერმანიაა

ევროკავშირის ქვეყნებიდან დეზინფორმაციის სამიზნე ყველაზე ხშირად გერმანიაა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის, აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალური ჯგუფის პროექტის EUvsDiSiNFO-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნე ყველაზე ხშირად გერმანია ხდება.

2015 წლიდან დღემდე პლატფორმის ციფრულ ბაზაში, რომელშიც დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევებია თავმოყრილი, გერმანიასთან დაკავშირებული 700-ზე მეტი მონაცემი იძებნება. შედარებისთვის, ეს რიცხვი  საფრანგეთის შემთხვევაში 300-ია, იტალიის — 170, ხოლო ესპანეთისა კი — 40.

„კრემლი ქმნის გერმანიის მენტალურ ხატს, რომელიც ირაციონალური რუსოფობიის გამომხატველია და იშვიათად თუ გაიგებთ საღ აზრს“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთი ბოროტად იყენებს იმას, რომ ევროპა და გერმანია მხარს უჭერენ დიალოგს.  ანგარიშის მიხედვით, კრემლი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები გამოთქვამენ დიალოგის გამართვის სურვილს, თუმცა პარალელურად არც დეზინფორმაციულ კამპანიებს აფერხებენ და საერთაშორისო ვალდებულებებსაც უხეშად არღვევენ.

უახლესი

სხვა ამბები