მთავარიმსოფლიოპანდემიის პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობა გაიზარდა - გაერო

პანდემიის პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობა გაიზარდა – გაერო

გაეროს განვითარების ფონდის კვლევის თანახმად, პანდემიის პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობა გაიზარდა. ქალები კაცებთან შედარებით უფრო ხშირად კარგავენ სამსახურსა და შემოსავლის წყაროს. კვლევის ავტორების აზრით, გამოსავალი ქალებისთვის დროებითი საბაზისო შემოსავლის უზრუნველყოფაა, რათა შემცირდეს ოჯახური ძალადობა.

,, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს, რომ დროებითი საბაზისო შემოსავალი ჰქონდეთ ქალებს. ოჯახური ძალადობა იმიტომ იზრდება, რომ ქალებს შემოსავლი არ აქვთ, შესაბამისად,  იმ ქალებს, რომელთაც სამსახური აქვთ,  ამ პრობლემისგან თავის დაღწევა უფრო მარტივად შეუძლიათ“,- განაცხადა გაეროს განვითარების ფონდის პროგრამის (UNDP)-ის დირექტორი რაქუელ ლაგუნა.

ქალთა საერთაშორისო დღეს პარიზში ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციით შეხვდნენ, სირიაში- ცეკვითა და სიმღერით, რუსეთში კი ყვავილებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend