მთავარიმსოფლიოევროპა"დროა ევროპელებმა საქმით დაამტკიცონ რომ ადამიანის უფლებები მათთვის ღირებულია" - ციხანოვსკაია

“დროა ევროპელებმა საქმით დაამტკიცონ რომ ადამიანის უფლებები მათთვის ღირებულია” – ციხანოვსკაია

ლიეტუვას მთავრობის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მოთხოვნა ბელარუსელი ოპოზიციონერი ლიდერის სვეტლანა ციხანოვსკაიას ექსტრადირებასთან დაკავშირებით არავითარ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდება. ოპოზიციონერის განცხადებით იგი ევროკავშირში თავს დაცულად გრძნობს. ციხანოვსკაიას ბრალად ამბოხის დაგეგმვა ედება. იგი ამჟამად ლისაბონში პორტუგალიელ პოლიტიკურ ლიდერებს ხვდება.

„მე არ მეშინია რადგან ვიცი,რომ არც ლიეტუვა და არც ევროკავშირის სხვა ქვეყანა ჩემს ექსტრადაციას არ დაუშვებს. ყველამ იცის რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება. ევროკავშირში მე თავს სრულიად დაცულად ვგრძნობ. ბელარუსში ძალადობის დონე ძალიან მაღალია. დემოკრატიული ქვეყნების დახმარება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვსურს მშვიდობიანი რევოლუცია, ჩვენ არ გვინდა მსხვერპლი. რთულია დიქტატორის წინააღმდეგ ბრძოლა. დროა ევროპელებმა საქმით დაამტკიცონ რომ ადამიანის უფლებები მათთვის ღირებულია. ხალხს ქუჩიდან ყოველდღიურად იტაცებენ. ჩვენ დახმარება ნამდვილად გვჭირდება“, – აცხადებს ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ციხანოსვსკაია.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend