მთავარი გადაცემები კუბი 15 არასამთავრობო ორგანიზაცია ფარულ ჩანაწერზე პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს მოითხოვს

15 არასამთავრობო ორგანიზაცია ფარულ ჩანაწერზე პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს მოითხოვს

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც ყველაზე აქტიურად განიხილავენ, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერია, რომელშიც სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს, ესაუბრებიან. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, იმათ დასჯას ითხოვს, ვინც ფეისბუკზე მის შესახებ კრიტიკულ კომენტარებს წერდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

 
ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წევრები აცხადებენ, რომ გამოვლინდა დანაშაულის შემცველი ნიშნები და რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს ამ საქმეზე გამოძიება.

15 არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია

„მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს,  დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება გავრცელებულ ჩანაწერთან და მის ავთენტურობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული ინსტრუმენტები და პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს, გააკეთოს განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ შესაბამისი საექსპერტო ან/და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის შესასწავლად“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ჩანაწერი 2010-2011 წელს გაკეთდა და საუბრის უხეში ფაბრიკაციაა.

უახლესი

სხვა ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციაარასამთავრობო ორგანიზაცია