მთავარი საქართველო სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა-"საია"

სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა-“საია”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეფასება გამოაქვეყნა. ორგანიზაციის განცხადებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევებმა 2021 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 5%-ით მოიმატა. შეფასებაში ვკითხულობთ, რომ სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და დაუსჯელ ფორმად.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქვეყანაში აბორტის პრობლემაზეც ისაუბრა. მათი თქმით, იძულებითი აბორტის საკითხი საქართველოში დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება.

უახლესი

სხვა ამბები