მთავარი აზია ირანი დიდი ბრიტანეთის მთავრობა ნაზანინ ზაღარი-რატკლიფის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ნაზანინ ზაღარი-რატკლიფის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 5 წლის წინ ირანში დაკავებული ბრიტანელ-ირანელი ქალის, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფის გათავისუფლებას ითხოვს. ბრიტანეთის მოქალაქის დაკავების მიზეზი საავტორო სტატიების წერა გახდა, რაც  მთავრობის დამხობის მცდელობად შეაფასეს. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ქალის სასჯელის ვადა რამდენიმე დღეში იწურება, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა მის გათავისუფლებას არ აპირებს. ინგლისის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ინგლისის მოქალაქე მალე დაუბრუნდეს ოჯახს.

,,მოხარული ვარ, რომ ნაზანინ ზაღარიი-რატკლიფსს საპატიმრო სამაჯური მოხსნეს, თუმცა მისი მუდმივ პატიმრობაში დარჩენა მიუღებლად მიმაჩნია. ის უნდა გაათავისუფლონ, რომ დაუბრუნდეს თავის ოჯახს და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“,- წერს ინგლისის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ტვიტერზე.

 

ნაზანინ ზაგაღი-რატკლიფის მეუღლემ, რიჩარდ რატკლიფმა, მეუღლის დროულად გათავისუფლების კამპანია დაიწყო. მან ირანის მთავრობა ცოლის მძევლად აყვანაში დაადანაშაულა.

ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ბოლო წლებში ირანში უცხო ქვეყნის არაერთი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ავსტრალიის მოქალაქეებიც, რომლებიც აზიასა და შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის შესახებ წერდნენ სტატიებს. მათ „რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელება“ – ედებათ ბრალად.

უახლესი

სხვა ამბები