მთავარი საქართველო ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, 5 მარტს,  სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.

ასევე, ყურადღება გამახვილდება ოკუპირებული რეგიონის პერიმეტრზე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებსა და იმ ინციდენტებზე, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ბოლო შეხვედრა ერგნეთში სექტემბერში გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

ერგნეთშიერგნეთში