5 მარტს, თურქეთის აღმოსავლეთით, სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 11 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ერთად უკვე გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.