მთავარიმსოფლიოავსტრალიაევროკავშირმა ავსტრალიაში ,,ასტრაზენეკას" ვაქცინის გატანა აკრძალა

ევროკავშირმა ავსტრალიაში ,,ასტრაზენეკას” ვაქცინის გატანა აკრძალა

ევროკავშირმა ავსტრალიაში გასაგზავნი ვაქცინის მილიონი დოზის მეოთხედი დაბლოკა და კავშირის საზღვრებიდან მისი გატანა აკრძალა. მიზეზი ისაა, რომ კომპანია “ასტრაზენეკა” ნაკისრ ვალდებულებებს სათანადოდ ვერ ასრულებს და ევროკავშირის ქვეყნებს ვაქცინით საკმარისად ვერ უზრუნველყოფს. ავსტრალიის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ისინი იმედგაცრუებულები არიან ევროკავშირის გადაწყვეტილებით, თუმცა ევროკავშირის მხრიდან ვაქცინების ტვირთის დაბლოკვა ხელს ვერ შეუშლის ავსტრალიას ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებაში.

,,ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან უკმაყოფილონი და იმედგაცრუებულნი ვართ ამ გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ამისათვის მზად ვიყავით და ამიტომ ავირჩიეთ შესაბამისი მიდგომები. კონტრაქტები უკვე გაფორმებული გვაქვს 150 მილიონ დოზა ვაქცინაზე, რომლის ნაწილიც 50 მილიონი დოზა წარმოებული იქნება ავსტრალიაში”,- განაცხადა ავსტრალიის ფინანსთა მინისტრმა საიმონ ბირმინგემმა.

 
იტალიამ ეს გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინების ბენეფიციარი ქვეყნების სიაში ავსტრალია არ აღმოჩნდა. ასევე მხედველობაში იქნა მიღებული, რომ იტალიაში და მთლიანად ევროპის ტერიტორიაზე არის ვაქცინების დეფიციტი და კომპანია ,,ასტრაზენეკას” მიერ ევროკავშირის ქვეყნებისათვის ვაქცინების მიწოდების პროცესი შეფერხებულია. ეს ნაბიჯი შეესაბამება იმ პოლიტიკურ ინიციატივას რაც იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ აირჩია. დრაგიმ ევროკავშირის ბოლო სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა დაბლოკოს მის ტერიტორიაზე წარმოებული ვაქცინების ექსპორტი, თუ ეს კომპანიები არ ასრულებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებს. იტალიის ეს ნაბიჯი არის გაფრთხილება, რომ მომავალში ევროკავშირი იქნება მეტად პრინციპული ფარმაცევტული კომპანიების მიმართ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend