მთავარი საქართველო მთავრობის მიერ ამოქმედებულ სუბსიდირების პროგრამას რესტორატორთა ასოციაცია გამოეხმაურა

მთავრობის მიერ ამოქმედებულ სუბსიდირების პროგრამას რესტორატორთა ასოციაცია გამოეხმაურა

სარესტორნო ბიზნესისთვის მთავრობის მიერ ამოქმედებულ სუბსიდირებოს პროგრამას, რესტორატორთა ასოციაციაციის დირექტორი, შოთა ბურჯანაძე გამოეხმაურა. ის ინიციატივას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ვინაიდან სექტორი პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა სუბსიდირების პროგრამა, კვების ობიექტებს დაეხმარება, ფუნქციონირება ბევრად უფრო მარტივად დაიწყონ. ამ შეფასების მიუხედავად რესტორატორთა ასოციაციაში მოთხოვნები უცვლელია – ისინი მთავრობისგან შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას და კომენდანტის საათის მინიმუმ ორი საათით გადაწევას მოითხოვენ.

„თბილისში არსებული მცირე კაფე-ბარები, რესტორნები და კვების ობიექტები, მიიღებენ 5 ათას ლარიან დახმარებას ერთჯერადად, ხოლო ის რესტორნები თუ კაფე-ბარები, რომელთა იურიდიული პირიც წარმოადგენს ორ ან მეტ რესტორანს, მიიღებს 10 ათას ლარიან დახმარებას. ეს არის ის მოტივაცია, რითაც შესაძლებელია რესტორნებმა  დაიწყონ ფუნქციონირება“,-ამბობს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე.

უახლესი

სხვა ამბები

რესტორატორთა ასოციაციარესტორატორთა ასოციაცია
Send this to a friend