მთავარი მსოფლიო ევროპა ევროპაში უმუშევართა რაოდენობა 114 მილიონით გაიზარდა

ევროპაში უმუშევართა რაოდენობა 114 მილიონით გაიზარდა

ევროკავშირში პანდემიის ერთი წლის შედეგებს ითვლიან. ევროპის ქვეყნებში უმუშევრობის მაჩვენებელი 2020 წლის ნოემბრისთვის 7, 5 პროცენტი იყო, მაშინ როცა 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელი დაახლოებით 6,6 პროცენტს შეადგენდა. ევროკომიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით კრიზისი უფრო მეტად ახალგაზრდებს შეეხო.

2020 წელს ევროკავშირში უმუშევართა რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 114 მილიონით გაიზარდა. გასულ წელს მამაკაცებთან შედარებით 5 პროცენტით მეტმა ქალმა დაკარგა სამსახური. ახალბედა თანამშრომლები კი ძველ თანამშრომლებთან შედარებით 7.8 პროცენტით მეტჯერ დარჩნენ სამსახურის გარეშე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით ვითარება 2021 წელს მცირედით გაუმჯობესდება, თუმცა ამის განსაზღვრა დარწმუნებით შეუძლებელია.

 
“ევროკავშირის მცდელობის მიუხედავად, პანდემიამ ექვსიწლიანი პოზიტიური ტენდენცია შეაფერხა. სასწრაფოდ გვჭირდება ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, კრიზისის შედეგად, უმუშევრობის ზრდა სამჯერ მეტი იყო, ვიდრე უმუშევრობის ზოგადი მაჩვენებელი”, -ამბობს ვალდის დომბროვსკი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:

ევროკავშირის აღმასრულებელი ჯგუფი იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის დასაქმების მაჩვნებელი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით – 73 პროცენტიდან 78 პროცენტამდე გაიზრდება.

ასევე იმედოვნებენ, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის დასაქმებულთა განსხვავება შემცირდება, ხოლო ისეთი ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც არც სწავლობენ და არც მუშაობენ 12.6-დან 9 პროცენტამდე შემცირდება.  და ბოლოს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ევროკავშირმა 15 მილიონით უნდა შეამციროს ღარიბი და სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, 2019 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა 91 მილიონს შეადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

ევროპაევროპა