მთავარიევროპაუნგრეთივიქტორ ორბანის პარტიამ ევროპის სახალხო პარტია დატოვა

ვიქტორ ორბანის პარტიამ ევროპის სახალხო პარტია დატოვა

წლების განმავლობაში არსებული უთანხმოების შემდეგ ვიქტორ ორბანის პარტია, ‘ფიდეჟმა’, ევროპის სახალხო პარტია დატოვა. უნგრელი ლიდერის პარტიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპარლამენტში სიდიდით პირველმა პოლიტიკურმა ჯგუფმა შიდა წესდება შეცვალა და საკუთარი რიგებიდან პარტიის გარიცხვის შესაძლებლობა დააწესა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, მისი პარტიის 12 დეპუტატი ევროპის სახალხო პარტიის რიგებიდან პოლიტიკური ჯგუფის მიერ უნგრული პარტიის მიმართ მტრული დამოკიდებულის მიზეზით გაიყვანა.

“კმაყოფილი ვარ, ევროპის სახალხო პარტიისათვის ეს კარგი დღეა, რადგან ჩვენ გავერთიანდით, თითქოს ვაქცინავია გავიკეთეთ”,- ანდრეი ჰალიცკი პოლონელი ევროპარლამენტარი.


ვიქტორ ორბანის ურთიერთობები ევროპის უდიდეს ცენტრისტულ მემარჯვენე პოლიტიკურ ოჯახთან მრავალი წლის მანძილზე იყო დაძაბული. ევროპის სახალხო პარტიის ბევრი წევრი უნგრელ ლიდერს კანონის უზენაესობის პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებების დარღვევაში ადანაშაულებს.

“საქმე კანონის უზენაესობასა და უნგრეთში მიმდინარე მოვლენებს ეხება. პრობლემა სწორედ უნგრეთის ევროპის მიმართ პროვოკაციულ დამოკიდებულებაშია. ევროპის სახალხო პარტია, მარტენსის, ადენაუერის და კოლის პრინციპებზე დგას. პარტია ფიდეჟმა კი ამ ღირებულებებს ზურგი შეაქცია”, – მანფრედ ვებერი ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე

ფიდეჟის პარტიის წევრების აზრით,ევროპის სახალხო პარტია მათ ანტი-დემოკრატიულად მოექცა. მათი რწმენით ვიქტორ ორბანს ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერის გარეშეც ძლიერი წარმომადგენლობა ეყოლება.

ფიდეჟის წევრის, ბალაშ ჰიდვეგის, თქმით უნგრული პარტია გავლენას არ დაკარგავს, პირიქით უკანასკნელ წლებში განვითარებულ მოვლენების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრ ორბანის და ვიშეგრადის ჯგუფის გავლენა იზრდება.

ფიდეჟის წევრმა 12-მა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ პარლამენტში მომავალზე სასაუბროდ ჯერ ადრეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend