მთავარიამერიკააშშტინა ტერნერის ცხოვრების შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა

ტინა ტერნერის ცხოვრების შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა

ბერლინის ფილმის ფესტივალზე მუსიკალური ლეგენდის ტინა ტერნერის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმის ჩვენება  გაიმართა. ტერნერის 60 წლიანი კარიერა სავსე იყო ტრიუმფით, თუმცა მუსიკოსი არაერთხელ ყოფილა ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო თუ როგორ უნდა მოგვეყოლა ტინას ამბავი ახალი თაობისთვის. გასაოცარია თუ რამდენჯერ შეძლო მან საკუთარი თავის განახლება და როგორ მოახერხა რომ აქტუალური დარჩენილიყო. ამის მიზეზი მისი შეუპოვრობა და სიძლიერე იყო“, – აცხადებს ფილმის რეჟისორი დენიელ ლინდსი.


ტინა ტერნერის ცხოვრების შესახებ არაერთი მხატვრული ფილმი გადაღებულა. მისი გზა სუპერვარსკვლავობამდე წინააღმდეგობებით იყო სავსე. ახალ დოკუმენტურ ფილმში ტერნერი ყვება თუ როგორ უწევდა ბავშვობაში ბამბის კრეფა და როგორი იყო მისი ურთიერთობა მოძალადე ქმართან.

„თინა ყოველთვის ებრძოდა დემონებს და მათ წინააღმდეგ ყოველთვის იმარჯვებდა. ეს მისთვის ყოველდღიურ გამოწვევას წარმოადგენდა. ვფიქრობ მაყურებლისთვის ტინას ისტორია ახლობელი იქნება“, – აცხადებს თანარეჟისორი ტიჯეი მარტინი.

დოკუმენტური ფილმი „ტინა“ სტრიმინგ პლატფორმებზე ზაფხულში გამოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend