მთავარისაქართველოაშენდება თუ არა ანაკლიის პორტი

აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბრაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორის გამოსავლენად უახლოეს მომავალში ტენდერი ჩატარდება. ეკონომიკის სამინისტროს კი ინვესტორის შერჩევის პროცესში საერთაშორისო კონსულტანტი დაეხმარება.

„ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩვის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სატენდერო სააგენტო  ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწიებულ პროცედურებს. ასევე დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რაც ასევე დაგვეხმარება ინვესტორის შერჩევის პროცესში“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან საინვესტიციო ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გაწყვიტა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend