მთავარი დღის ამბები კატალონიური სკოლების ნაწილში ისლამური რელიგიის სწავლა იწყება

კატალონიური სკოლების ნაწილში ისლამური რელიგიის სწავლა იწყება

ესპანეთის რეგიონ კატალონიაში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას საჯარო სკოლებში ისლამის სწავლის შესაძლებლობა მიეცათ. რეგიონალური მთავრობის განცხადებით, თუ საპილოტე პროგრამა წარმატებული იქნება იგი მეტ სკოლაშიც დაინერგება.

სახელმწიფოსა და კათოლიკურ ეკლესიას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით რელიგია ესპანურ სკოლებში დიდი ხანია რაც ისწავლება. ბევრი თვლის რომ რელიგიის ადგილი სკოლაში არ არის. მუსლიმი მოსახლეობის თქმით, ისინი უბრალოდ თანასწორ მოპყრობას ითხოვენ.

„სკოლის პროგრამა უნდა ასახავდეს იმ მრავალფეროვნებას რომელიც საკლასო ოთახებშია. სხვა საკითხია საერთოდ უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგია სკოლებში. მე ვფიქრობ რომ არა“, – აცხადებს კატალონიის განათლების დეპარტამენტის დირექტორი მეი აიმერიხი.

ადგილობრივ არჩევნებზე ულტრა-მემარჯვენე პარტია ვოქსმა  განაცხადა რომ კატალონიის მთავრობა რეგიონში ისლამურ რესპუბლიკას ქმნიდა. მუსლიმმა თემმა ამ პარტიას სასამართლოში უჩივლა. მიუხედავად ამისა არჩევნების შედეგად ვოქსმა კატალონიის პარლამენტში 11 ადგილი მოიპოვა.

ისლამის სწავლებას სკოლებში არამარტო სეკულარიზმის მხარდამჭერები ეწინააღმდეგებიან. მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვს 2017 წელს ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტი

„ტერორისტული აქტის შემდეგ სხვადასხვა მცირე ჯგუფს კატალონიის საზოგადოების გახლეჩა და ისლამის მიმართ სიძულვილის დათესვა სურდა. მათ უნდათ რომ კატალონიელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ“, – აცხადებს კატალონიის ისლამური კომისიის დელეგატი მუჰამ გაიდუნედ ელი.

კატალონიის მთავრობას იმედი აქვს, რომ ისლამის სწავლება საზოგადოებას უფრო ტოლერანტულს გახდის.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend