მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ადამიანებმა ღია ცის ქვეშ გაათენეს

საბერძნეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ადამიანებმა ღია ცის ქვეშ გაათენეს

3 მარტს, შუადღისას, ცენტრალურ საბერძნეთში მომხდარმა 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ეპიცენტრის მახლობლად მყოფი ათასობით ადამიანი აიძულა საცხოვრებელი სახლები და საჯარო დაწესებულებები საჩქაროდ დაეტოვებინათ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დაზიანდა სახლები და საჯარო დაწესებულებათა ნაგებობები. შედეგად, ადამიანებმა ღია ცის ქვეშ გაათენეს.

დამასში ხელისუფლებამ, ჯარისა და წითელი ჯვრის დახმარებით, ქალაქის სტადიონზე კარვები გაშალა, სადაც მოხალისეებმა დაზარალებულებს საკვები და სასმელი წყალი მიუტანეს. მიწისძვრით დაზარალებულთა ნაწილი კი ღამის გასათევად ახლომდებარე ქალაქ ტრიკალას სასტუმროებში ავტობუსებით გადაიყვანეს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი სახლები ცუდ დღეშია და არ იციან საერთოდ ვარგისი იქნება თუ არა  საცხოვრებლად. მდგომარეობის შესაფასებლად, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლარისადან 22 კილომეტრში იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend