მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა

ევროპაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 115 მილიონს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელმა 91 მილიონს გადააჭარბა. ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, შეზღუდვები ძალაში 3 კვირის განმავლობაში დარჩება, ხოლო საფრანგეთში, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების 1000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, შეზღუდვების მოხსნას აპრილის შუა რიცხვებში ვარაუდობენ.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია კლინიკებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს შევამსუბუქოთ დაწესებული შეზღუდვები, რომელმაც შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ეს არ არის შორეული და გაურკვეველი პერსპექტივა. იმედი გვაქვს, რომ აპრილში შეზღუდვები მოიხსნება“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა გაბრიელ ატალიმ.

გერმანიაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია მაღაზიები იხსნება. თუმცა შეზღუდვები კიდევ 3 კვირის განმავლობაში დარჩება ძალაში. 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში დაიხურა რესტორნები და სასტუმროები, თუმცა სკოლები ღიაა და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსის ათიათასობით დადასტურებული შემთხვევის მიუხედავად, კლინიკებმა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს მუშაობა.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend