მთავარიამბებიმთავრობა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის რესტრონებს სუბსიდიით დაეხმარება

მთავრობა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის რესტრონებს სუბსიდიით დაეხმარება

პანდემიით მიყენებული ზარალის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, თბილისში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის რესტორნების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც, ანტიკრიზისული გეგმისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს მერიის  ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სარესტორენ ბიზნესზე 5-დან 10 ათასამდე ლარის სუბსიდია გაიცემა.

„დღეს მთავრობის სხდომას ესწრება თბილისის მერი კახა კალაძე და მისი ინიციატივით არის წარმოდგენილი შემდეგი საკითხი. მოგეხსენებათ, პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა. კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტების ნაკადზე.  შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც, ანტიკრიზისული გეგმისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 000 ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს“, – განმარტა მთავრობის მეთაურმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend