ვაშინგტონში კაპიტოლიუმში მოსალოდნელი შეჭრის საფრთხის გამო წარმომადგენელთა პალატის დღევანდელი სესიები გადაიდო. პოლიციის განცხადებით, ამის მიზეზი 4 მარტისთვის შესაძლო საფრთხის შესახებ დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციაა. უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი ნებისმიერი პოტენციური საფრთხისთვის მზად იყვნენ, რომლის წინაშეც შესაძლოა, კონგრესის წევრები აღმოჩენილიყვნენ. საფრთხის შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ სესია შეწყვიტა, თუმცა, სენატი მაინც გეგმავს დებატების გამართვას ჯო ბაიდენი მიერ პანდემიასთან დაკავშირებით წარდგენილი ფინანსური პაკეტის შესახებ.
კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმა 6 იანვარს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა