მთავარიამერიკააშშამერიკის შეერთებულ შტატებში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება დაიწყეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება დაიწყეს

ნიუ-იორკსა და კონექტიკუტში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ერთდოზიანი ვაქცინით მოქალაქეების აცრა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის სააგენტომ საგანგებოდ გასცა მისი გამოყენების ნებართვა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მაისის ბოლოს შეერთებული შტატების ზრდასრული მოსახლეობა სრულად აიცრება.

ტეხასის შტატის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა, ბიზნესსექტორს საქმიანობის მთლიანად აღდგენის საშუალება მისცა და, ამავე დროს, მოხსნა შეზღუდვა პირბადეების სავალდებულო გამოყენებასთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და “ნეანდერტალელურ აზროვნებად” შეაფასა.

პრეზიდენტის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ადამიანები პირბადის ტარების აუცილებლობას აცნობიერებენ.

2 მარტს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მაისის ბოლოსთვის შეერთებული შტატების ზრდასრული მოსახლეობა სრულად აიცრება. ეს განცხადება კონკურენტი ფარმაცევტული კომპანიების, „ჯონსონ ენდ ჯონსონისა“ და „მერკის“ თანამშრომლობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რაც ვაქცინის შესაქმნელად ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს. ამერიკის ჯანდაცვისა და საჯარო სერვისების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანია „მერკი“ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის წარმოებისა და დაფასოებისთვის საკუთარ 2 საწარმოს გამოიყენებს. ბაიდენის ადმინისტრაცია კი კომპანიას დამატებით 105 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რათა მან ვაქცინის დასამზადებლად წარმოების გადაწყობა შეძლოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend