ნიდერლანდებში სექსმუშაკებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან პროფესიული საქმიანობის განახლების უფლება მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, გასულ კვირას ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდვები შეამსუბუქა. დღეიდან მუშაობას სილამაზის სალონები და მასაჟის ცენტრები განაახლებენ.
საპროტესტო აქციები ნიდერლანდებსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საკარანტინე ზომების მიმართ უკმაყოფილებითაა გამოწვეული. ამ ფონზე ევროპის ქვეყნების მთავრობები კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას, დაწესებული შეზღუდვებითა და ვაქცინაციით ცდილობენ.