კალიფორნიაში სკოლები ერთი წლის განმავლობაში დახურული იყო. თუმცა იმის შემდეგ, რაც შტატში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო სასწავლო დაწესებულებების ნაწილი კვლავ გაიხსნა. კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსწავლეებს უსაფრთხოების წესების დაცვა უწევთ. პირბადეების ტარება იმ ახალგაზრდებსაც უწევთ ვინც ორკესტრში ჩასაბერ ინსტრუმენტებზე უკრავენ.
„ვფიქრობ, რომ სკოლებში უსაფრთხოების წესების დაცვა სრულიად შესაძლებელია. ამიტომაც მოვუწოდებ კალიფორნიის გუბერნატორს რომ ბავშვებს საკლასო ოთახებში დაბრუნების საშუალება მისცეს. ეს აუცილებელია მათი განათლებისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით მერხები ერთმანეთსგან ერთნახევარი მეტრით არის დაშორებული. მერხებზე ასევე სპეციალური ბარიერებია დამონტაჟებული. დღის განმავლობაში საკლასო ოთახს დეზინფექცია უკეთდება. იმისათვის რომ მოსწავლეები დერეფნებში არ შეგროვდნენ ჩვენ დავლუქეთ მათი კარადები. უმაღლესი სკოლების ეროვნული ფედერაციის წესებს იცავს ასევე ჩვენი ანსამბლი. მოსწავლეები უკეთიათ პირბადეები, რომლებსაც პატარა ხვრელები აქვთ“, – აცხადებს კალიფორნიელი სკოლის დირექტორი ჯეფ ვოლესი.
კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსომის განცხადებით, მარტში შტატის საჯარო სკოლებში 6 მილიონი მოსწავლე დაბრუნდება. დაკარგული სასწავლო დროის ასანაზღაურებლად და დამატებითი გაკვეთილების დანიშვნის მიზნით ბიუჯეტიდან 4 მილიარდზე მეტი დოლარი გამოიყო.
ვაქცინების შეზღუდული რაოდენობის გამო სკოლების გახსნის გეგმა არ ითვალისწინებს ყველა მასწავლებლის აცრას. კალიფორნიის მცირე დასახლებებში სკოლების უმეტესობა უკვე ღიაა, თუმცა ისეთ დიდ ქალაქებში როგორიცაა – ლოს ანჟელესი და სან ფრანცისკო სასწავლო დაწესებულები კვლავ დახურული რჩება.