მთავარი ევროპა რუსეთი მიხეილ გორბაჩოვი 90 წლის გახდა

მიხეილ გორბაჩოვი 90 წლის გახდა

საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი 90 წლისაა. გორბაჩოვმა, რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელია, მსოფლიო ისტორიაზე დიდი კვალი დატოვა. იგი საბჭოთა კავშირს 1985 წლიდან 1991 წლამდე მართავდა. სწორედ ამ პერიოდში დაიშალა საბჭოთა კავშირი და დასრულდა ცივი ომი. გორბაჩოვის რეფორმებმა თავისუფლება მოუტანა ადამიანებს ბერლინიდან ვლადივოსტოკამდე. გორბაჩოვის ახლო მეგობარმა იანოს ზოლცერმა მასზე წიგნი დაწერა.

 
„ის რომ ახლა აქ ვართ და თავისუფლად შეგვიძლია საუბარი სწორედ მისი დამსახურებაა. 30 წლის წინ მან საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებს თავისუფლება მოუტანა. მან განგვიცხადა რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვიყავით“, -ამბობს მწერალი და მიხეილ გორბაჩოვის მეგობარი იანოს ზოლცერი.

ცვლილებები 1986 წელს ჩერნობილის ატომური სადგურის უბედური შემთხვევის შემდეგ დაიწყო. ჩერნობილთან დაკავშირებით საბჭოთა რეჟიმი ინფორმაციას მალავდა, თუმცა მალე მიდგომა შეიცვალა. მიზანი საბჭოთა სისტემისთვის ჰუმანური სახის მიცემა იყო.

ბირთვული შეთანხმებების შედეგად გორბაჩოვმა დასავლეთში პოპულარობა მოიპოვა. თუმცა, მისი ეკონომიკური რეფორმების შედეგად საბჭოთა კავშირის მოქალაქეების ცხოვრება უკეთესი არ გამხდარა. გორბაჩოვის პოლიტიკურმა რეფორმებს ქვეყანაში წინააღმდეგობით შეხვდნენ. 1991 წლის წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გორბაჩოვი გადადგა, ხოლო საბჭოთა კავშირი დაიშალა. გორბაჩოვი პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა, თუმცა დასავლეთში იგი ამდენი წლის შემდეგ კვლავ პოპულარული რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

მიხეილ გორბაჩოვიმიხეილ გორბაჩოვი