მთავარიკუბიCOVAX-ის დახმარებით ვაქცინაცია აფრიკის ორ ქვეყანაში დაიწყო

COVAX-ის დახმარებით ვაქცინაცია აფრიკის ორ ქვეყანაში დაიწყო

დღეს კოტ-დივუარსა და განაში ვაქცინაცია დაიწყო. პირველები კოვიდ-19-ის ვაქცინას ორივე ქვეყანაში სამედიცინო სისტემის თანამშრომლები მიიღებენ, მომავალი კვირიდან კი კოვაქსიდან კიდევ 11 მილიონ დოზას ელოდებიან.

ჰუმანიტარული ინფორმაციის უმსხვილესი პორტალის Reliefweb-ის ცნობით, დღეს სავარაუდოდ უნდა გამოქვეყნდეს „ასტრეზენეკას“ ვაქცინის განაწილების გეგმა კოვაქსის მონაწილე 142 მონაწილე ქვეყანაზე, სადაც მარტიდან მაისამდე გაიგზავნება ვაქცინა.

განაში გააგზავნეს 600 000 დოზა, ხოლო კოტ-დივუარში 500 000.  ორივე ქვეყანამ უკვე მიიღო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა.

 
საერთო ჯამში 2021 წელამდე სულ მცირე, 2 მილიარდი ვაქცინის, გაგზავნას აპირებს. ამჟამად კოვაქსის პლატფორმის დახმარებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაგზავნილია ინდოეთში, კოტდივუარში, განაში, ხოლო კოვაქსის დახმარებით „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინა სამხრეთ კორეამ მიიღო. უახლოეს დღეებში გაიგზავნება დამატებითი დახმარება.

რაც შეეხება საქართველოს: ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველო ვაქცინას სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში მიიღებდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე კვირით გადაიდო ვაქცინის გამოგზავნა და სავარაუდოდ ეს მარტის ბოლოს მოხდება.

ევრონიუს ჯორჯიამ“ კითხვით მიმართა კოვაქსის პლატფორმას, თუ როდის იგეგმება ვაქცინის გამოგზავნა საქართველოში, რაზეც კოვაქსში განაცხადეს, რომ ძირითადი ნაწილის გაგზავნა დაიწყება მარტში, ამასთან მონაწილე ქვეყნებმა, რომლებმაც უკვე შეასრულეს საერთო განცხადებაში გამოქვეყნებული კრიტერიუმები, ვაქცინა თებერვლის ბოლოს გაეგზავნა.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ვაქცინის მიმღები ქვეყანა, ეს გამოქვეყნებულია, თავად კოვაქსის გვერდზე.

1. პლატფორმის ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ ვაქცინის ავტორიზაცია უნდა გააფორმოს. ეს პროცესი შესაძლოა დაჩქარდეს ვაქცინის გამოყენების სპეციალური ნებართვის გაცემით, რომელიც დაეფუძნება ჯანმოს მიერ მიღებულ „გადაუდებელი გამოყენების სიას“ [რომელიც არალიცენზირებული ვაქცინის რისკებს აფასებს იმისათვის, რომ მათი ლიცენზირება დაჩქარებული წესით განხორციელდეს].

2. ვაქცინის მისაღებად, პლატფორმის ყველა მონაწილე ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი  მწარმოებელ კომპანიებთან ვაქცინის გამოყენებაზე პასუხისმგებლობის გაზიარების შესახებ. COVAX – ის პლატფორმა ამ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის დაჩქარებას ეხმარება. კერძოდ, COVAX ეხმარება დაბალშემოსავლიან ქვეყნებს პასუხიმგებლობის გაზიარების კონტრაქტის პირობების შემუშავებაში, რითაც დრო და რესურსი იზოგება, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგა, მათ კომეპენსაციის გადახდაში სპეციალური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ფონდი დაეხმარებათ.

3. დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა ჯანმოს კოვიდ-19-ის თანამშრომლობის პლატფორმაზე უნდა წარადგინონ ვაქცინის განაწილებისა და ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც მანამდე უკვე განიხილა და დადებითად შეაფასა COVAX – ის პლატფორმამ.

საქართველოს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დაგვიანება დაკავშირებულია კონკრეტულად კომპანია „ფაიზერის“ დამატებით მოთხოვნების წაყენების გამო და ეს საქართველოს ტექნიკურ მზაობასთან კავშირში არ არის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend