მთავარი ამბები პარლამენტის პიკეტირების დრო 7 მოქალაქე დააკავეს

პარლამენტის პიკეტირების დრო 7 მოქალაქე დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 7 მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 7 პირია დაკავებული.

დილიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩაზე ხმაური იყო. პოლიციამ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და დეპუტატებს შეძახილებით შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მოძრაობა “საქართველოს“ წევრებიც.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

უახლესი

სხვა ამბები