რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბასტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ სამი წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლასა და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას ისახავს მიზნად. სუს-ის ინფორმაციით, ასეთი დაკავებები ცენტრალური ხელისფლების მიერ მკაცრად იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.