მთავარი ევროპა სომხეთი ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ვადამდელ არჩევნებს დათანხმდნენ

ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ვადამდელ არჩევნებს დათანხმდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ვადამდელ არჩევნებს დათანხმდნენ. ამის შესახებ ფაშინიანმა რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარალელურად, ბაგრამიანის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც ფაშინიანის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 25 თებერვალს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ამას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გენშტაბის უფროსის მოადგილე ტირან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სომხეთის მთავრობის მეთაურმა უკვე გენშტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოითხოვა. თუმცა ამ განკარგულებას სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ განკარგულება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

უახლესი

სხვა ამბები