მთავარიაზიამიანმარიგაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიანმარში მიმდინარე ძალადობა დაგმო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიანმარში მიმდინარე ძალადობა დაგმო

გაეროს  წარმომადგენლი ამბობს, რომ მათ აქვთ სანდო ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

ეს ერთი დღის განმავლობაში დაღუპული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქციის მონაწილეები აუნ სან სუ ჩის ძალაუფლებაში დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც პირველ თებერვალს სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის სპიკერის რავინა შამდასანის თქმით გაერო მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია.

 

„ჩვენ ძალიან გვაღელვებს, რომ ეს სწორედ ის სამხედროები არიან, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანგარიშვალდებულების არარსებობით არიან ცნობილი. ჩვენ ვშიშობთ,რომ ვითარება უფრო დამძიმდება“,- ამბობს რავინა შამდასანი.

ქაოსისა და ოფიციალური წყაროებიდან ახალი ამბების ნაკლებობის გამო, მომიტინგეთა დაღუპვის შესახებ ცნობების დადასტურება გართულდა, განსაკუთრებით კი რეგიონებში.

აუნ სან სუ ჩის სასამართლოს წინაშე დღეს უნდა წარსდგეს. მას ბრალი ედება ბუნებრივი კატასტროფების მართვისას კანონის უგულვებელყოფაში, კერძოდ, კი კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევასა და გადამცემების უკანონოდ შემოტანაში. ადვოკატი ამბობს, რომ მას აუნ სან სუ ჩისთან საუბრის საშუალებას არ აძლევენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend