ლიბიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ნავის გადაბრუნების შემდეგ ევროპაში მიმავალი 100-მდე მიგრანტი გადაარჩინეს. 20-მდე კი დაკარგულად ითვლება.
ლიბიის სანაპიროს დაცვის თანამშრომლებმა აფრიკელი მიგრანტები წყლიდან ამოყვანეს და ლიბიის დედაქალაქში ტრიპოლში ჩაიყვანეს, სადაც მათ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გუნდი დახვდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია სი-ვოთჩის წარმომადგენლებიც კვირას მათ სამაშველო ოპერაციის შედეგად 44 ადამიანი გადაარჩინეს.
სამაშველო ოპერაციის დროს გადაღებულ კადრებში ჩანს თუ როგორ გადაარჩინეს სი-ვოთჩის გემებმა პატარა ნავებზე მყოფი მიგრანტები.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს არ არის ერთადერთი ინცინდენტი, რომელიც ცენტრალური ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მოხდა. გასულ კვირას გემის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა.
გასულ წლებში ლიბია მთავარი სატრანზიტო ქვეყანა გახდა აფრიკელებისა და არაბებისთვის, რომლებსაც ევროპაში მიგრაცია სურთ.