ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომანის ყურეში ისრაელის გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს.
„ნამდვილად იყო ირანის ოპერაცია. ეს ცხადია“, – განაცხადა ისრალის პრემიერ-მინისტრმა რადიო ,,კანთან” საუბრის დროს.
ისრაელის მთავრობის მეთაურმა თავი აარიდა შეკითხვას, გადადგამს თუ არა ქვეყანა საპასუხო ნაბიჯებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავრობის ამოცანაა, ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაში.
ირანის მთავრობას ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გაუვრცელებია.