მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში შესაძლოა ვაქცინაციის პროცესი შეფერხდეს

ევროპაში შესაძლოა ვაქცინაციის პროცესი შეფერხდეს

ევროკავშირში ვაქცინაციის შეჩერების მიზეზი ვაქცინის მიმწოდებლების წარმოების დაბალი ტემპია. წევრი ქვეყნები კომპანიებს მოუწოდებენ პატივი სცენ კონტრაქტით აღებულ ვალდებულებებს. “ასტრაზენეკას” აღმასრულებელი დირექტორის, პასკალ სორიოს სურვილია ევროპა დამოუკიდებელი მიმწოდებელი გახდეს. ევროკავშირის ლიდერები ფარმაცევტულ კომპანიებს საყვედურობენ.

„ჩვენ, წევრ ქვეყნებთან ერთად, საერთო მიზანი გვაქვს, რომ ზაფხულისთვის სრულწლოვანი მოსახლეობის მინიმუმ 70 პროცენტი აცრილი იყოს. ეს  ამბიციური მიზანია, მაგრამ მისი მიღწევა შესაძლებელია. უნდა ვიცოდეთ, რამდენად ეფექტიანი იქნება ვაქცინის მიწოდება. ჩვენ წევრ ქვეყნებთან ერთად  24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ კომპანიებმა შეასრულონ ის, რაზეც შევთანხმდით ”,- ამბობს ევროპის ჯანმრთელობისა და საკვების უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელი სტელა კირიაკიდისი

ვაქცინის შემქმნელი კომპანიების ხელმძღვანელების ნაწილი ევროპარლამენტში პირობას დებს, რომ გაზრდის წარმოების ტემპს და უფრო მეტ დოზას მიაწოდებს მომხმარებელს.

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება,  რომ წარმოება გავზარდოთ. ამისთვის კომპანიას ახალი ინვესტიციების გაზრდა სჭირდება. მაგალითად –  ასეთი პარტნიორია, გერმანიაში კომპანია IDT Biologikaა, რომელიც გააფართოებს ევროპულ წარმოებას და შექმნის მიწოდების ერთ–ერთ უდიდეს ქსელს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ ევროპას, გახდეს დამოუკიდებელი საკუთარი წარმოებაში”,- ამბობს “ასტრაზენეკას” გენერალური დირექტორი პასკალ სორიო.

COVID-19- მა ევროკავშირის მასშტაბით 531 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.კორონავირუსის ახალი შტამის გაზრდილი მაჩვენებლის გამო ევროკავშირი შიშობს,  რომ მიუხედავად საჭირო დოზების ყიდვისა, მარაგის ნაკლებობამ შეიძლება შეაფერხოს ვაქცინაციის გეგმა და, შესაბამისად, ეკონომიკურის აღდგენა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend