მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირის სამიტზე კოვიდპასპორტების თემა განიხილეს

ევროკავშირის სამიტზე კოვიდპასპორტების თემა განიხილეს

ევროპელი ლიდერები ევროკავშირის სამიტზე კოვიდპასპორტების თემას განიხილავდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კოვიდპასპორტების სისტემის სრულყოფილად გასამართად მათ სამი თვე დასჭირდებათ. ევროპელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ  ამ სისტემის დანერგვა აუცილებელია, რათა ეკონომიკა კვლავ გაიზარდოს.

ასობით ათას ევროპელს ყოველდღიურად უკეთდება ვაქცინა იმ იმედით, რომ მალე ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდება. ევროკავშირს ახლა კოვიდპასპორტების სქემის შექმნა სურს, ეს კი ხალხის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს.


სხვადასხვა სახის სერტიფიკატი გაიცემა იმ ადამიანებზე, რომლებმაც გაიკეთეს ვაქცინა, აქვთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან უკვე აქვთ გამომუშავებული ანტისხეულები.

„საზღვრებზე ვაქცინაციის საშვების პრაქტიკა უკვე არსებობს. ამ სისტემამ ახლა ადაპტაცია უნდა გაიაროს, თუმცა ეს დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. მისი გატარება თავისუფლად არის შესაძლებელია“, – აცხადებს ორგანიზაცია “ბრეიგელის” დირექტორი” გუნტრამ ვულფი.

ევროკავშირის სამიტზე ასევე ილაპარაკეს ვაქცინაციის პროგრამის დაჩქარებაზე.

„ჩვენი პრიორიტეტი ამჟამად ვაქცინების წარმოებისა და დისტრიბუციის გაზრდაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკომისიასთან, რათა ფარმაცევტულმა კომპანიებმა თავიანთი დაპირებები შეასრულონ“, – ამბობს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

პარალელურად ევროპის ქვეყნები კვლავ იბრძვიან კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ევროკომისიის მოთხოვნის მიუხედავად, ბელგიისა და გერმანიის მთავრობები მოგზაურობის შეზღუდვებს ჯერ კიდევ არ ხსნიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend