მთავარიმსოფლიოხმელთაშუა ზღვაში მიგრანტთა გემი ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტთა გემი ჩაიძირა

მიგრანტთა გემს ხმელთაშუა ზღვაში ლიბიიდან 120 ადამიანი გადაჰყავდა. გაეროს წარმომადგენელთა განცხადებით, ხმელთაშუა ზღვაში ნავის გადატრიალების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა.

სავაჭრო ხომალდმა გადარჩენილები იტალიაში სიცილიის საპორტო ქალაქ პორტო-ემპედოკლეში გადაიყვანა.

 
“ისინი ხუთშაბათს გამოვიდნენ ლიბიიდან. მათ პრობლემები მალევე შეექმნათ. ნავში წყალი შემოვიდა, ზოგი ზღვაში ჩავარდა, აქედან ექვსი გარდაიცვალა. ორმა შორიდან ხომალდი დაინახა და დახმარების იმედით წყალში გადახტა, თუმცა ორივე მათგანი დაიღუპა. კიდევ 41 ადამიანია დაკარგული. მხოლოდ ერთი ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაციას სავაჭრო ხომალდი „ვოს ტრიტონი“ ატარებდა”,- ამბობს შარლოტა სამი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მთავრი სპიკერი.

ეს წელს მეორე ტრაგიკული შემთხვევაა ცენტრალურ ხმელთაშუაზღვისპირეთში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა რიცხვი 160-ს აღწევს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, განაახლონ და გააძლიერონ ევროპის სამაშველო სამსახურის სისტემა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend