მთავარისპორტი"რეალ მადრიდმა" "ატალანტა" დაამარცხა

“რეალ მადრიდმა” “ატალანტა” დაამარცხა

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში “რეალ მადრიდი” “ატალანტას” ეწვია და 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი სწორედ პირველ ნახევარში იყო. მე-17 წუთზე არბიტრმა ფერლან მენდის წინააღმდეგ უხეშობისთვის რემო ფროილერი გააძევა, შესაბამისად, იტალიელები თითქმის მთელი მატჩის ჩატარება 10-კაციანი შემადგენლობით მოუხდათ.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს გავიდა. “ატალანტას” კარი 86-ე წუთზე ფერლან მენდიმ აიღო.

პარალელურად მიმდინარეობდა “ბორუსია მიონხენგლდბახისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება, რომელიც “სიტის” გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

განმეორებითი მატჩები 17 მარტს გაიმართება.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend