მთავარიევროპასომხეთიფაშინიანი: "სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა"

ფაშინიანი: “სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა”

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, მთავრობა ვერ ახერხებს კრიზისულ მდგომარეობაში ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობას წარმოადგენს. ფაშინიანი ამბობს, რომ მან გასცა ბრძანება გენერალური შტაბის უფროსის გადაყენების შესახებ. ფაშინიანმა თავის მხარდამჭერებს ერევნის რესპუბლიკის მოედანზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

„გუშინ მე მივიღე გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ტირან ხაჩატრიანის გადაყენების შესახებ. უკვე მოვაწერე ხელი ყველა დოკუმენტს. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა გენერალური შტაბის განცხადება ჩემს გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მათ განცხადებას მე აღვიქვამ როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობას. თქვენ იცით, რომ მე ომთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ავიღე. ვცდილობდი ყველა კითხვისთვის პასუხი მე თვითონ გამეცა. თუმცა, ახლა უკვე მოვიდა დრო რომ კითხვები სამხედრო მაღალჩინოსნებსაც დავუსვათ“,  – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend