მთავარიევროპაგერმანიაჰამბურგში 16 ტონა ნარკოტიკული საშუალება - კოკაინი ამოიღეს

ჰამბურგში 16 ტონა ნარკოტიკული საშუალება – კოკაინი ამოიღეს

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, კონტეინერებიდან 16 ტონა კოკაინი ამოიღეს. აქამდე ევროპაში ამ რაოდენობის კოკაინი არასდროს უპოვიათ. ნარკოტიკული საშუალება ჰამბურგის პორტში პარაგვაიდან ჩამოტანილ ტვირთში იყო დამალული. ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების საბაზრო ღირებულება 3 მილიარდ ევროს აღწევს.

 
ჰამბურგის საბაჟო საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ რენე მაჩკეს განცხადებით, მათ ნიდერლანდებიდან მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რის შემდეგაც  ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები და ამოიღეს 1.2დან – 3.5 მილიარდი ევროს საბაზრო ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერება – კოკაინი.

21 თებერვალს კოკაინი ანტვერპენშიც აღმოაჩინეს. ბელგიის საპორტო ქალაქში სამართალდამცველებმა 7 ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნიდერლანდებში დაკავებულია 28 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ნარკოტიკების გადაზიდვა ედება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend