გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, კონტეინერებიდან 16 ტონა კოკაინი ამოიღეს. აქამდე ევროპაში ამ რაოდენობის კოკაინი არასდროს უპოვიათ. ნარკოტიკული საშუალება ჰამბურგის პორტში პარაგვაიდან ჩამოტანილ ტვირთში იყო დამალული. ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების საბაზრო ღირებულება 3 მილიარდ ევროს აღწევს.
ჰამბურგის საბაჟო საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ რენე მაჩკეს განცხადებით, მათ ნიდერლანდებიდან მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები და ამოიღეს 1.2დან – 3.5 მილიარდი ევროს საბაზრო ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერება – კოკაინი.
21 თებერვალს კოკაინი ანტვერპენშიც აღმოაჩინეს. ბელგიის საპორტო ქალაქში სამართალდამცველებმა 7 ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნიდერლანდებში დაკავებულია 28 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ნარკოტიკების გადაზიდვა ედება.