მთავარიამბებინათია თურნავა - რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის გააფართოოს საქართველოში ფრენების არეალი

ნათია თურნავა – რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის გააფართოოს საქართველოში ფრენების არეალი

რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის  საქართველოში ფრენების არეალი გააფართოოს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 24 თებერვალს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გვაქვს წინასწარი ინფორმაცია და რამდენიმე ქვეყნიდან ჩვენთან მოდიან ავიაკომპანიები, ვინც ისედაც იყო წარმოდგენილი საქართველოში, მაგრამ მზად არიან გააფართოონ ფრენის არეალი. მათ შორის ფრენები ყაზახეთიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ე.წ. ლოუ-ქოსთერები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები უარყოფითი PCR ტესტით და მესამე დღეს განმეორებითი ტესტირების ჩატარების ვალდებულებით შემოდიოდნენ.

„დღეს ჩავთვალეთ შესაძლებლად და ერთსულოვანი ვიყავით, რომ მკაცრი კონტროლით უკვე შესაძლებელია ქვეყნების ჩამონათვალი გავაფართოვოთ და დავუმატოთ სამეზობლო და რეგიონის ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი , რუსეთი და ბელარუსი“, – განმარტა მინისტრმა.

ზემოჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან შეძლებენ შემოსვლას.

ამასთან, სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე კვლავ ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend