მთავარი ევროპა რუსეთი ლავროვის განცხადებით, სოციალური მედიის კომპანიები უკანონო ცენზურას ეწევიან

ლავროვის განცხადებით, სოციალური მედიის კომპანიები უკანონო ცენზურას ეწევიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოზე განაცხადა რომ სოციალური მედია ორგანიზაციები არაგამჭვირვალე საქმიანობას ეწევიან, რის გამოც საჭიროა მათ წინააღმდეგ რეგულაციები გამკაცრდეს. ლავროვის თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებულია შერჩევითი ცენზურა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ემსახურება. ექსპერტთა განცხადებით, ბოლო დროს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სოციალური მედიის კრიტიკა გახშირდა.

„ჩვენ გვაწუხებს ის ფაქტი რომ სოციალური მედიის პლატფორმები ერთი ხელის მოსმით აცენზურებენ მომხმარებლებს და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას ეწევიან. შესაბამისად აუცილებელია რომ ჩვენ შევიმუშავოთ რეგულაციები როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეებზე. მთავრობები, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა რომ დაიცვან მოქალაქეების უფლება ინფორმაციის წვდომაზე წინ უნდა აღუდგნენ კერძო ბიზნესების კორპორატიულ კანონებს.“ – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

უახლესი

სხვა ამბები

ლავროვილავროვი

Send this to a friend