მთავარი ამბები თბილისში ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია

თბილისში ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია

თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატრიმებას საქართველოს დასავლეთელი პარტნიორების მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა. განცხადებები გააკეთეს, როგორც ევროპელმა და ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა, ასევე ანალიტკოსებმა და დიპლომატებმა. დასავლეთი მოუწოდებს საქართველოს, გაუფრთხილდეს დემოკრატიულ ფასეულობებს, განმუხტოს პოლიტიკური დაძაბულობა  და დიალოგის გზით იაროს.

23 თებერვალს,  დილით,  სამარათალდამაცავებმა  რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ, „ნაციონალური მოძაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. მელია ამ დროისთვის რუსთავის 12-ე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

18 თებერვალს  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა და მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე  მმართველ გუნდთან უთანხმოება დაასახელა. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მელია კანონს პატივს არ სცემს, პოლიტიკური დაძაბულობის რისკის გამო, მელიას დაპატიმრება მიზანშეწონილი არ არის.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას აყვანის ღონისძიება გადადო, გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა კი  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მოითხოვეს. თუმცა  ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცების მეორე დღესვე მელია და ოცამდე აქტივისტი დააპატიმრეს, რამაც დასავლეთის უკამყოფილება გამოიწვია. იმავე დღეს შეშფოთება გამოხატეს ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმა და ხელისფლების წარმომადგენლებმა. განცხადებები 24 თებერვალსაც გაგრძელდა.

ერთობლივი განცხადება გაავრცელა ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ქართველი ხალხის მიერ წლობით გაწეული მძიმე სამუშაო” ახლა საფრთხის წინაშეა.

განცხადებას ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსი, კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარეები კონგრესმენი ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი.

“საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს, გუშინ, თბილისში განვითარებული მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო. ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად, ძალის გადამეტებით გამოყენებისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო, სერიოზული საფრთხის ქვეშაა”, – აცხადებენ  წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები.

საერთაშორისო პარტნიორები მმართველ პარტიას ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებენ.

“პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მოვუწოდებთ “ქართული ოცნების” ლიდერებს, განმუხტონ ვითარება და იმუშაონ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საქართველო დაუბრუნდეს ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის მშენებლობის გზას. ვშიშობთ, რომ სხვა მცირე პარტიებთან მუშაობის უუნარობა ხელს შეუშლის იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მიმართულებით მიაღწია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ადამ კიზინგერმა და ჯერი კონოლმა მანამდე შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშთან და  ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატ სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად,  გაავრცელეს ერთობლივი განცხადება. განაცხადება საქართველოს მთავარობას “პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”, პოლიტკურ პარტიებს კი პროვოკაციებსი შეწყევტისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარ ოფისში მისი ლიდერი ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ფუნდამენტურად შემაშფოთებელია. საქართველოს სამართალდამცავი ძალების და სასამართლოს კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევრო-ატლანტიკური გზისგან.

ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუასი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოილაპარაკოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწვეტა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე გავრცელდა კონგრესმენებისა და სენატორების ერთობლივი  და  ჰელსინკის კომისიის განცხადებები.

“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება გაამწვავოს ან გამოიწვიოს დაძაბულობა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს თავისი ვალდებულებები დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი, უზრუნველყოს, რომ სასამართლოსა და პროკურატურის სისტემები იყოს  პოლიტიკურად მიუკერძოებელი.

ამერიკა მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას”, – განაცხადა  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ საქართველოს ხელსუფლებას  აშშ-ის ჰელსინკის კომისიამაც მოუწოდა.

“ჰელსინკის კომისიის” ლიდერები, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი აცხადებენ, რომ მომხდარი არ შეესაბამება საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს, “როგორც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის” [ეუთოს] მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული. ოპოზიციური პარტიის  ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის დაკავება კი არ შეესაბამება დემოკრატიულ პროცესს.

„მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად“, – აცხადებენ კომისიის წამყვანი კანონმდებლები.

ჰელსინკის კომისია აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა. კომისია ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ასევე ეკონომიკური, გარემოს დაცვის და სამხედრო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ჰელსინკის შეთანხმებებთან შესაბამისობას აკონტროლებს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები