მთავარისაქართველონინო ლომჯარია: ,,არაფერი ამაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს"

ნინო ლომჯარია: ,,არაფერი ამაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს”

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება.

“არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი… საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია  სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ ოფისში დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend