მთავარიაზიაირანიირანმა გაეროს ბირთვული პროგრამის მონიტორინგის უფლება შეუჩერა

ირანმა გაეროს ბირთვული პროგრამის მონიტორინგის უფლება შეუჩერა

ირანმა გაეროს ბირთვული პროგრამის მონიტორინგის უფლება შეუჩერა. 2015 წელს ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხელშეკრულება დადეს, რომლითაც გათვალისწინებული იყო ირანისთვის ურანით გამდიდრების პროგრამის შეზღუდვა, საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. თუმცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის მიმართ დაწესებული სანქციები არ გააუქმა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, თეირანის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ისინი მაინც გააგრძელებენ ირანში ბირთვული პროგრამის მონიტორინგს.

,,პირველ რიგში, დადასტურებულია, რომ ირანი გააგრძელებს კომპლექსური დაცვის ზომების იმპლემენტაციას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ამასთანავე, ჩვენ კანონის და  შეზღუდვების შესახებ დაწესებული დებულებების თანახმად, დროებით მივაღწიეთ  ორმხრივ შეთანხმებას, რომ სააგენტო გააგრძელებს საჭირო ვერიფიკაციის პროცესს და მომდევნო 3 თვის განმავლობაში კვლავ გაუწევს ირანის ბირთვულ პროგრამას მონიტორინგს”, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.


შეთანხმების თანახმად ინსპექტორებს მხოლოდ 70%-ით აქვთ წვდომა ირანის ბირთვულ დაწესებულებებზე.

მომავალი 3 თვის განმავლობაში აშშ-ს მიეცემა საშუალება, გადახედოს თავის პოზიციას, დაუბრუნდეს შეთანხმებას და გააუქმოს ირანისთვის დაწესებული სანქციები. თავის მხრივ, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ეცდებიან, რომ ირანმა კვლავ შეასრულოს 2015 წლის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები.

ირანს არ დაურღვევია შეთანხმება, თუმცა ბოლო 1 წლის განმავლობაში აღარ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ურანის გამდიდრების დონე და სრულყოფილი ცენტრიფუგების გამოყენება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend