მთავარი მსოფლიო ევროპა ევროკავშირი რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

ევროკავშირი რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის ფედერაციისათვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა, რუსეთის ფედერაციისათვის სანქციების დაწესების იდეას მხარი დაუჭირა, თუმცა გერმანელი დიპლომატმა ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგის რეჟიმის შენარჩუნების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას რუსეთში ეკონომიკური ინტერესები აქვს, მათ შორის ყურადსაღებია ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის პროექტი. ალექსეი ნავალნის საქმის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებიგან ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის საფრანგეთი, თავს იკავებდა.

 
უსაფრთხოებასა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის თქმით ნათელია, რომ რუსეთის ფედერაცია ევროკავშირთან დაპირისპირებულია, ამის დასტურია ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლებისათვის ინდივიდუალური სანქციების დაწესების საკითხსაც. მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სანქციები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, დაახლოებულ ოლიგარქებს შეეხება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი, სანქციების დაწესებას ემხრობა, თუმცა ამავე დროს რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მკურნალობის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას დააკავეს. რუსეთის ფედერაციის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი

ევროკავშირიევროკავშირი