მთავარი საქართველო მინისტრთა ახალი კაბინეტი

მინისტრთა ახალი კაბინეტი

89 ხმა 2-ის წინააღმდეგ – საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. როგორც უკვე ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. მინისტრთა ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად, მინიმუმ, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. პლენარული სხდომის ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან თანაგუნდელებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის სამთავრობო გეგმის ზოგადი თეზისები გააცნო. მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობის პოსტიდან გადადგომამ გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend