მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია

ესპანეთში აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია

ესპანელი რეპერის, პაბლო ჰასელის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციები პოლიციამ დაარბია. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც რეპერს ტერორიზმის განდიდებისა და მონარქიის შეურაცხყოფის ბრალდებით ცხრათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაძაბულობას კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტი, რომ კატალონიის სასამართლო მართლმსაჯულების დაუმორჩილებისათვის რეპერისთვის თავისუფლების დამატებით ორწელიწად-ნახევრით აღკვეთას განიხილავს.

 
ესპანეთში პოლიციამ საპროტესტო გამოსვლები დაარბია. აქციების მიზანი დაკავებული ესპანელი რეპერის მხარდაჭერაა.

პაბლო ჰასელს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. დემონსტრანტთა თქმით, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება.

მმართველი კოალიციის პარტნიორმა პარტიამ ხუთშაბათს შეიტანა პეტიცია “სრული შეწყალების” შესახებ ჰასელისა და კიდევ ერთი რეპერისათვის, რომელიც 2018 წელს ბელგიაში გაიქცა. როგორც ჰასელს, ასევე რეპერ ვალტონიკსაც ტერორიზმის განდიდებაში ედება ბრალი.

დაძაბულობის შესაძლო გაღრმავების მიზნით, კატალონიის ჩრდილო – აღმოსავლეთის რეგიონის სასამართლომ განაცხადა, რომ ჰასელისათვის დამატებით თავისუფლების აღკვეთას 2 1/2 წლით განიხილავს.

“თუკი რამე კანონსაწინააღმდეგო ითქმება და მას გარკვეული ქმედება მოჰყვება,  აუცილებელია საპასუხო რეაქცია. თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიმღერის ტექსტზე, რომელიც რეალურად არასდროს აღსრულდება და უბრალო სიტყვებად რჩება, არ საჭიროებს სასამართლო ჩარევას. სხვა შემთხვევაში წარმოიქმნება პრობლემა, რომელიც სასიკეთო შედეგს არ მოიტანს.“ – განაცხადა აქციის მონაწილე ბორხა სერამ.

„არეულობის გარეშე არაფერი გაკეთებულა. ჩვენი სიტყვის თავისუფლება ქალაქის ინფრასტრუქტურაზე უფრო მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არაფერი არ მიიღწევა გამოსვლების გარეშე.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ არაფერი არაა ჩვენს თავისუფლებასა და სიცოცხლეზე უფრო ღირებული და თუკი ამ ცვლილებებს რამე უარყოფითი შედეგი მოჰყვება, ეს არც ისე მნიშვნელოვანია.“ – ამბობს სტუდენტი ლაურა.

წინა ორი ღამის მსგავსად, საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე ქალაქში დიდი შეკრებით დაიწყო, რომელიც ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობდა.

დროთა განმავლობაში გამოსვლებმა უფრო აგრესიული ფორმა მიიღო. დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის კონტეინერებს და სამშენებლო ინვენტარს. შემდეგ კი სპეცრაზმს ქვები და ბოთლები დაუშინეს.

რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, ვალენსიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. დაკავებულია მინიმუმ 8 ადამიანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend