მთავარიევროპასაფრანგეთიემანუელ მაკრონის ინიციატივა განვითარებადი ქვეყნებისთვის

ემანუელ მაკრონის ინიციატივა განვითარებადი ქვეყნებისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდებს, თავიანთი ვაქცინების 4-5% სასწრაფოდ გაუგზავნონ განვითარებად ქვეყნებს.

მაკრონმა ამ თემაზე გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ისაუბრა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვაქცინების არასამართლიანი გადანაწილება გლობალურ უთანასწორობას კიდევ უფრო გაზრდის.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მილიარდობით დოზაზე ან მილიარდობით ევროზე. საუბარია ჩვენს ხელთ არსებული დოზების 4-5%-ის სწრაფად მიწოდებაზე. ეს არ შეცვლის ჩვენს ვაქცინაციის კამპანიებს, თუმცა თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადადოს ვაქცინების დოზების მცირე რაოდენობა ძალიან სწრაფად…“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, განვითარებადი ქვეყნებისთვის კოვიდვაქცინის განაწილების იდეას მხარს უჭერს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინის გაზიარების იდეას, აშშ-ის მხარდაჭერაც ექნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend