მთავარიმთავარი ამბავიირაკლი ღარიბაშილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია

ირაკლი ღარიბაშილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია

მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა.

პრემიერ-მინისტრმა,  გიორგი გახარიამ,  თანამდებობა რამდენიმე საათის წინ დატოვა. გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend