მთავარისაზოგადოებაგერმანიაში დროებითი დასაქმების პირობები

გერმანიაში დროებითი დასაქმების პირობები

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის შრომის ბაზარზე დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეძლიათ. სეზონური სამუშაოები პირველი აპრილიდან დაიწყება. საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის  15 თებერვლიდან დაიწყო.

დასაქმებული კვირაში 5-6 დღე 8-10 საათი იმუშავებს. მინიმალური ანაზღაურება  საათში 9.5 ევრო უნდა იყოს.  ამ თანხაში შედის როგორც გადასახადები, ასევე კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. ჯანმრთელობის დაზღვევას კი  დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს.

მას შემდეგ, რაც კონკრეტული სამუშაოს მაძიებელი შეირჩევა კონკრეტულ ვაკანსიაზე, რომელსაც  გერმანელი დამსაქმებელი აცხადებს, საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც სურს დროებით დასაქმება, საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს:

პასპორტი;

ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100);

ორმხრივი ავიაბილეთი ;

PCR ტესტის გაკეთება.

გერმანიაში ჩასვლისა და სეზონური სამუშაოს სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე სამშობლოში უნდა დაბრუნდეს.

დასაქმების მსურველის ასაკი 18 წლიდან 60-წლამდე უნდა იყოს;  გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე არ უნდა იყოს ნამყოფი შენგენის სივრცეში; უნდა იყოს  ჯანმრთელი და ჰქონდეს   მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; არ უნდა ჰქონდეს რამე დარღვევა, რის გამოც შეიძლება გერმანიაში ხელახლა შესვლა შეეზღუდოს; ფლობდეს  გერმანულ ან ინგლისურ ენას ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე.

რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: workabroad.moh.gov.ge.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს facebook გვერდზე ან  ცხელ ხაზზე: 1505.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიხედვით, 16 თებერვლის მდგომარეობით “დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე” დარეგისტრირდა 53 274 პირი, საიდანაც სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend