მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში რეპერის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციებს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა 

ესპანეთში რეპერის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციებს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა 

ესპანეთში სამეფო ოჯახის შეურაცხყოფაში ბრალდებული მუსიკოსის მხარდასაჭერი აქციები გრძელდება. მადრიდში, ბარსელონაში და ესპანეთის სხვა ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 32 წლის რეპერი პაბლო ჰასელი ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლერიდაში დააკავა. მას სამეფო ოჯახის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის განდიდებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ჰასელის საქმემ კვლავ გამოიწვია დებატები ესპანეთში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით რეპერის საქმე იქნება უკანასკნელი იმ მხატვრებისა და სოციალური მედიის წარმომადგენლების შემდეგ, რომლებიც გასამართლდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების კანონის დარღვევის გამო. ეს კანონი ესპანეთის მთავრობამ კონსერვატორების ხელმძღვანელობით  2015 წელს მიიღო.

ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მხარი დაუჭირა მომიტინგეებს, თუმცა ბევრი ამართლებდა პოლიციის ქმედებებს და ამტკიცებდა, რომ ძალადობა  დემონსტრანტების ვანდალიზმმა გამოიწვია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend